logo_geo
eng_logo
ენძელა მაჭავარიანი: სამშობლოს რიგითი, ღირსეული ჯარისკაცი იყავით, ჩვენო გენერალო!
- +

6 მარტი. 2020. 00:55

 

 

უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„შოთა გორგოძე! დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ამ დიდებულ ადამიანს, უსაზღვროდ კეთილს, თბილს, ნიჭიერს, თავმდაბალს...

 

 

გენერალ-ლეიტენანტი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, როგორი უძლურია ეს მაღალი რეგალიები იმ სიყვარულთან, რასაც მისი ოჯახის, ახლობლების, ყველა ჩვენგანის, თუნდაც მისი მხოლოდ ნაცნობების გულებში და ხსოვნაში ტოვებს...

 

 

ტკივილით, უბრალოდ, სადად, სრულიად ჩვეულებრივი, მოკრძალებული, საკუთარი სახლიდან, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, იმ უბრალო მომხიბვლელობით, რომელიც მუდამ თან ახლდა, ცხოვრების უმაღლეს კვარცხლბეკებზეც და საყვარელი ადამიანების უკანასკნელ გზაზე გაცილებისას...

 

 

რამდენი სევდა და დარდი ატარა, თანაც როგორი ღირსებით... და რა ძნელია, ისე ვთქვა, ის რომ იმსახურებს და მას რომ ეკადრება ...

 

 

ცრემლებს ვერ ვიკავებ... მაინც ვკადნიერდები, იქნებ ოდესმე ვრცლდაც დავწერო, როგორი დიდი ადამიანი ბრძანდებოდით, როგორ გვეამაყებოდა თქვენს გვერდით ყოფნა, როგორი პატრიოტი, რაოდენ თავდადებული ჯარიკაცი, დიახ, სამშობლოს რიგითი, ღირსეული ჯარისკაცი იყავით ჩვენო გენერალო!

 

 

 თქვენ არ გიყვარდათ სენტიმენტები... და მაინც, როცა მხედრული დიდების სალუტი თქვეთვისაც გაისმის, ვერც გულს ვურძანებთ და ვერც ცრემლებს შევიკავებთ, დიდებით მიხვალთ იმქვეყნად ბატონო გენერალ-ლეინტენანტო! უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი, ჩვენო საყვარელო შოთა ბიძია!“ - წერს ენძელა მაჭავარიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner