ჟურნლისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვენებს:
„შეხედეთ, როგორი ანეკდოტური ამბავია: ტელეკომპანია ,,იბერიას" დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ზურაბ ადეიშვილს წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. ,,იბერიას" დამფუძნებელი და მფლობელი ზაზა ოქუაშვილი დღეს სწორედ სააკაშვილ - ადეიშვილის მოკავშირე და მხარდამჭერია. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ადეიშვილისათვის ,,იბერიას" საქმეზე მისჯილ პატიმრობას თვითონ ,,იბერიას" მფლობელი ოქუაშვილი გააპროტესტებს და იტყვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ადეიშვილს პოლიტიკურად დევნის. რომელი ფიქრობთ, რომ ოქუაშვილი ამის გამკეთებელი არ არის?“ - წერს ჯაბა ხუბუა