გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ პერეს დე კუელიარი პერუში 100 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Andina ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კუელიარის გარდაცვალების შესახებ მედიას მისმა ვაჟმა ფრანცისკომ შეატყობინა. პერუელ დიპლომატს 7 მარტს, ლიმაში დაკრძალავენ. პერეს დე კუელიარი გაეროს გენერალური მდივნის პოსტს 1982-1991 წლებში იკავებდა.