დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეექვსე კორპუსთან დაზიანებული ასფალტის ფენას იღებს.
სამუშაოების ფარგლებში, 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოწესრიგდება.
ანალოგიური სამუშაოები ლუბლიანას ქუჩის N11-ში, დიღმის მასივის მესამე კვარტალში, ქუთაისის ქუჩის N10-ში, მეტრეველის ქუჩასა და წერეთლის გამზირის N2 და N5 კორპუსებთან მიმდინარეობს.
დიღმის მასივის პირველ კვარტალში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის ბიუჯეტიდან 27 000 ლარია გათვალისწინებული.