დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. მათ შორის, გამგეობამ იოსელიანის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია 200 გრძ/მ სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
აღნიშნულ ქუჩაზე, წვიმის დროს წყალი გუბდებოდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა.
დიდუბის გამგეობამ ორ მისამართზე უკვე დაასრულა ანალოგიური სამუშაოები. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის შემდგომ, გამგეობა ასფალტის ახალ საფარს აგებს.
იოსელიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო.
სამუშაოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყოფა.