logo_geo
eng_logo
საბჭოთა საქართველოს გერბი 30 კილოგრამ მარწყვად
- +

14 ივნისი. 2016. 11:06


 

საბჭოთა საქართველოს გერბის ავტორები იყვნენ ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი. ორივე მათგანი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდნენ.


ევგენი ლანსერე ადრეული ასაკიდან აწარმოებდა დღიურებს, რომელიც 2008 წელს მოსკოვში 3 ტომად გამოიცა. საინტერესო ჩანაწერი, რომელიც საბჭოთა საქართველოს დროინდელ გერბთან არის დაკავშირებული, 1921 წლის 19 მაისით თარიღდება: <<ევგენი ლანსერე. დღიურები. ტომი I. მოსკოვი. ხელოვნება-XXI საუკუნე>> გვ.637.


„რევკომისგან საბჭოთა საქართველოს გერბის შექმნისთვის მივიღე 300 000... ნაყიდია: მარწყვი 100 000, ბრინჯი 32 000, კვერცხი 10 000, პური - 5 600, ქიშმიში - 5 000,  შოკოლადის ფილა 6 000, მაწონი - 2 000".

 

ფული შესრულებული სამუშაოსთვის გადაუხადეს 1921 წლის 19 მაისს, ხოლო 20 მაისს გერბი დამტკიცებულ იქნა რევკომის დეკრეტით. გერბის ღირებულება უდრიდა 30 კილოგრამ მარწყვს, ან 600 კვერცხს, ან 50 ფილა შოკოლადს. მოკლედ, რამდენიც გადაიხადეს, გერბმაც იქამდე იარსება - 70 წელი,  1991 წლამდე".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner