logo_geo
eng_logo
კობა ლურსმანაშვილი მაია ცქიტიშვილს: ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესში რამდენად არის ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული?
- +

6 მარტი. 2020. 15:10

 

 

„მიჩნდება კითხვა - ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესში რამდენად არის ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული“, - მიმართა პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს მაია ცქიტიშვილს.

 

დეპუტატმა დადებითად შეაფასა მინისტრის მოხსენება, სადაც, მისი თქმით,  შესანიშნავად იყო წარმოდგენილი ის ზრდის დინამიკა, რომელიც რეგიონული პროექტების განხორციელების კუთხით არის და რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. თუმცა, დეპუტატი ასევე დაინტერესდა, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლებელია ამ პროგრესის შენარჩუნება და სამშენებლო ბაზარზე  ბევრი ახალი კომპანიის გამოჩენა ხომ არ შექმნის პროექტების შესრულების ხარისხთან და ვადასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

 

კობა ლურსმანაშვილის მეორე კითხვა შეეხებოდა რიკოთის,  ქვეშეთი-კობის ახალი მაგისტრალის და მთის გზების მშენებლობას.

 

„რიკოთზე რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, ამას ვხედავთ, მაგრამ მაინც რჩება კითხვები პროექტის გაცხადებულ ვადებში დასრულებასთან დაკავშირებით და იმ სიკეთეების მოტანასთან დაკავშირებით, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება დასაქმების თუ სხვა პერსპექტივის კუთხით, რომელიც მოსახლეობისთვის შეიძლება დღეს ისე მკვეთრად არ ჩანდეს და არ აღიქმებოდეს, თუმცა, მომავალში სავსებით რეალური და ხელშესახები იქნება ის პერსპექტივები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია ამ პროექტების განვითარების და მოდერნიზების ფონზე. ასევე მაინტერესებს,  რამდენად არის ამ პროექტების მიმდინარეობისას ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული?“ - მიმართა  მაია ცქიტიშვილს დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner