logo_geo
eng_logo
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო თუთუნი გამოავლინეს
- +

6 მარტი. 2020. 16:06

 

 

3 მარტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ სამტრედიაში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო, 131 კილოგრამი თუთუნის ტრანსპორტირების ერთი ფაქტი გამოვლინდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner