„ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა ჩემს ქალაქ ქუთაისში. მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს გუნდს, იმ საუკუნის პროექტისთვის, რაც ქუთაისში კეთდება და რომელიც 24-საათიანი წყლის მომარაგებას გულისხმობს. 24 წლის განმავლობაში არ მახსოვს, რომ ჩემს ქალაქში ეს ყოფილიყო. ამ თვის ბოლომდე, როგორც ვიცი, ეს პროექტი დასრულდება“, - აღნიშნა დიმიტრი მხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს „მინისტრის საათის ფორმატში“ უსმენენ.
დეპუტატი დაინტერესდა საცურაო აუზის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც, მისივე თქმით, მალე უნდა დასრულდეს.
„ჩვენ დანაპირები გვაქვს ხალხთან, რომ პარლამენტის ამ მოწვევის პერიოდში ეს პროექტი განხორციელდებოდა. მაინტერესებს, თუ ვეტევით ამ ვადაში?“ - აღნიშნა დიმიტრი მხეიძემ.