logo_geo
eng_logo
სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
- +

6 მარტი. 2020. 16:09

 

 

4 მარტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 1123 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ერთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner