logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, შეიძლება, ვიზა-ლიბერალიზაციაზე უფრო გვიან დაწყებულიყო სერიოზულად მუშაობა
- +

14 ივნისი. 2016. 11:31



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემა „20/30"-ში საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს და რომ არა ხელისუფლება, შესაძლოა ამაზე მუშაობა კიდევ უფრო გვიან დაწყებულიყო.



შიდაპროცესები აქ არაფერ შუაშია. პრეზიდენტიც ამ პოზიციაზეა. არასწორი იქნება, დავივიწყოთ, რომ საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს. პასუხი უნდა გაეცეს ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი სპიკერი მიმართავს. გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ჩვენ თითქოსდა გვიან დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა. ჩვენ დავიწყეთ მოლდოვაზე გვიან, მაგრამ ჩვენ არა - საქართველომ. საერთოდ არ მიმდინარეობდა ამ თემაზე მუშაობა და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო სერიოზულად მუშაობა ვიზა-ლიბერალიზაციის სტანდარტების რეალიზაციაზე.

 

პრაქტიკულად, სამუშაო გეგმის განხორციელება გვიან დაიწყო და ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, შეიძლება კიდევ უფრო გვიან დაწყებულიყო", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner