logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

6 მარტი. 2020. 16:39

 

 

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ყველა ობიექტზე სპეციალური სითხეებით, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

დღეს, სადეზინფექციო სამუშაოების პროცესი ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში განხორციელდა. სადეზინფექციო სითხეებით მუშავდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე დამუშავების პროცესს ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

 

შესაბამის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner