logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ!
- +

14 ივნისი. 2016. 11:32



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიონ.



გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას. გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკავილმა.



პრემიერმა განმარტება გააკეთა პირველ ვიცე-პრემიერად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნაზე.



ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია, აქედან გამომდინარე არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner