logo_geo
eng_logo
„საპარტნიორო ფონდმა“ „Fitch Ratings“-თან თანამშრომლობა შეაჩერა
- +

6 მარტი. 2020. 18:04

 

 

„საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-თან ფონდის თანამშრომლობა დროებით შეჩერდა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ „საპარტნიორო ფონდი“ იმყოფება რეფორმირების ეტაპზე, იგეგმება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, ფონდის დაფინანსების სტრუქტურასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა ფონდის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ, ფონდისა და სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-ის შეთანხმებით, თანამშრომლობა  დროებით შეჩერდა. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ფონდის ახალი სტრუქტურა, პროექტების დაფინანსების პრინციპები და განისაზღვრება თვით ფონდის დაფინანსების წყარო, „საპარტნიორო ფონდი“ გეგმავს „Fitch“-თან ან ახალი მანდატის ფარგლებში, სხვა სარეიტინგო სააგენტოსთან თანამშრომლობას.

 

შეგახსენებთ, 2019 წელს „Fitch“-მა  „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა, ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და „BB-“-დან „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა.

 

„Fitch“-ის 2019 წლის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, უძრავი ქონება და ტურიზმი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner