logo_geo
eng_logo
სოფო კილაძემ ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა
- +

6 მარტი. 2020. 18:46

 

 

სოფო კილაძემ  ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში,  ხაშურის ცენტრში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი მოინახულა. ის 24 წლის პაციენტის მკურნალ ექიმს გაესაუბრა  და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

 

„პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ის, რაც დღეს ვნახე, არის უმძიმესი. მინდა, საზოგადოებას და განსაკუთრებით, მამაკაცებს მივმართო, აიმაღლონ ხმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ  ამ თემაზე უმეტესად ქალები საუბრობენ. სანამ საქართველოში  მეზობლები, მშობლები ან ნათესავები ქალთა მკვლელობებს ამართლებენ და მსხვერპლისკენ იშვერენ ხელს, მანამდე მხოლოდ კანონი და სამართალდამცავები ვერაფერს გახდებიან. საჭიროა საზოგადოება და სახელმწიფო ერთდროულად ჩაერთოს ფემიციდთან ბრძოლაში. მინდა, მედიასაც მივმართო, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ამ თემის სენსიტიურობა. არ შეიძლება ასეთი ძალადობის შემცველი კადრების ჩვენება, შესაძლოა, ასეთი მედიაგაშუქება ახალი ძალადობის მაპროვოცირებელი გახდეს.

 

ჩვენ, ასევე, საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ კანონის გამკაცრებაზე, მათ შორის ჩვენმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა  ელექტრონული  სამაჯურების   შესახებ მთავრობის ინიციატივას. არ გამოვრიცხავ სასჯელის კუთხითაც მოხდეს კანონი გამკაცრება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner