logo_geo
eng_logo
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

14 ივნისი. 2016. 11:50



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქე ზაზა პატარაია დააკავა.



საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განახორციელა უსაქონლო ოპერაცია, რა დროსაც შპს „მედვოუ-ჯორჯიას" სახელით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ყალბად დააფიქსირა 300 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურის - ანგიოგრაფიის დანადგარის გაყიდვა ერთ-ერთ იურიდიულ პირზე.



აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ზაზა პატარაიამ მოითხოვა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების 40 %-ის, 120 000 ლარის გადახდა, საიდანაც წინასწარ ავანსის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.



საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner