ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მიტროპოლიტი დანიელი
იხსენებს:
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომ უდიდესი პიროვნებაა, ამას არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ, ასევე კათოლიკები, მუსლიმანები და იუდეველებიც კი აღიარებენ.
“ღვთის კაცი ვიპოვეო”, – გაოცება ვერ დამალა რომის პაპმა ილია მეორესთან შეხვედრისას,
ღვთის კაცი – ნიშნავს წმინდანს და ამას იგი იმეორებდა ყველგან. უპრეცედენტო შემთხვევა იყო ისიც,
რომ ირანში ყოფნის დროს, სასულიერო პირების დაახლოებით, 500-კაციან სუფრაზე მუსლიმანებმა ჩვენს პატრიარქს სთხოვეს ლოცვის წარმოთქმა. სუფრის კურთხევისას ჯვარი უნდა გამოვსახოო, – უთხრა.
გამოსახეთო!
დაუჯერებელია, რომ ეს მოხდა მკაცრ მუსლიმანურ ქვეყანაში, ირანში, სადაც დღემდე შარიათი მოქმედებს.
კავკასიელ მუსლიმანთა მეთაურმა, შეიხმა ფაშა ზადემ განაცხადა - პატრიარქი ილია ჩემი მასწავლებელი და მოძღვარიც არისო, კავკასიელმა მუსლიმანებმა კი უთხრეს - თქვენ მარტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კი არა, კავკასიის პატრიარქიც ხართო!” - წერს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)