საკრუიზო გემის ბედი, რომელზეც კალიფორნიაში კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი იმყოფებოდა გაურკვეველი რჩება.
საკრუიზო გემის ბედი, რომელზეც კალიფორნიაში კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი იმყოფებოდა გაურკვეველი რჩება.
საკრუიზო გემმა, 2500 მგზავრით ბირტზე, იაპონიის პორტ იოკოჰამასთან მდგომმა, რამდენიმე დღის წინ აიღო გეზი სან-ფრანცისკოსკენ და პორტში შაბათს უნდა შესულიყო, თუმცა მას ამის ნებართვა ჯერ კიდევ არ აქვს.
ამ გემზე ადრე ის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც გუშინ პირველი გახდა მათ შორის, ვინც კალიფორნიაში კორიონავირუსისგან გარდაიცვალა. 71 წლის მამაკაცს, გავრცელებული ცნობების თანახმად, ჯანმრთელობის მხრის სხვა სეროზული პრობლემებიც ჰქონდა.
ამჟამად გემზე არ არიან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულები, თუმცა, კალიფორნიის გუბერნატორის თქმით, შეინიშნება გარკვეული სიმპტომები და მიღებულია გადაწყვეტილება მგზავრების ტესტირების ჩატარების შესახებ.
გემი კალიფორნიის სანაპიროსთან ახლოს გაჩერდება ზღვაში და მას ვერტმფრენით მიაწვდიან ტესტირებისთვის საჭირო საშუალებებს.
“ბრილანტის პრინცესა” ეკიპაჟის განცხადებით, მათ ტესტირებისთვის მგზავრებიდან და ეკიპაჟის წევრებიდან შერჩეული ჰყავთ ~100 კაცი
აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 164 შემთხვევაა დადსტურებული. გარდაცვალებულთა რაოდენობა შეადგენს 11 კაცს.