logo_geo
eng_logo
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა
- +

7 მარტი. 2020. 02:13

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

 

 

„დავიწყებ გამოჯანმრთელებულებით. დღეს 109 ადამიანი განიკურნა, ხოლო ჯამში სულ 523 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილთა რიცხვი 49-ით გაიზარდა და 197 შეადგინა. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი დაახლოებით 80 წელია. დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 3916 ადამიანი. გამოჯანმრთელებულების წილი 11,3%-ს, ხოლო სიკვდილიანობის კი 4,25%-ს შეადგენს“, - განაცხადა ანჯელო ბორელიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner