„იტალიაში, ერთ დღეში, კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა, იქნებ, ვინმემ ნახა გარდაცვლილთა ქვრივები და ობლები, რომლებიც ტირილით ადანაშაულებენ იტალიის ხელისუფლებას?! თუ ნახავთ, მეც გამიზიარეთ!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„იტალიაში, ერთ დღეში, კორონავირუსით დაინფიცირებული 49 ადამიანი გარდაიცვალა!
იქნებ, ვინმემ ნახა გარდაცვლილთა ფოტოები?!
იქნებ, ვინმემ ნახა ინტერვიუები გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან?!
იქნებ, ვინმემ ნახა ქვრივები და ობლები, რომლებიც ტირილით ადანაშაულებენ იტალიის ხელისუფლებას?!
თუ ნახავთ, მეც გამიზიარეთ!
აქ რომ ვინმე გარდაიცვალოს კორონავირუსით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!
გახსოვთ, ცნობილი შეკითხვა - „გვეშველება რამე?“
პასუხიც ხომ ყველამ ვიცით?!
მე კი ინფექციური საავადმყოფოს სანიტრის პასუხის პერიფრაზით ვუპასუხებ: არ ვართ ჩვენ კარგად, არ ვართ კარგად!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.