logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა
- +

7 მარტი. 2020. 11:10

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ საშუალოზე მძიმეა.

 

„ამ 10 პაციენტიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, თუმცა მისი მდგომარეობაც სტაბილურია. ცხელება უგრძელდება ჯერჯერობით, მაგრამ ჩივილები მინიმალურად აქვს გამოხატული. გრძელდება მეთვალყურეობა. კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურია და შემოსვლის შემდეგ პროგრესირებას არ განიცდის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner