logo_geo
eng_logo
რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სწავლება ჩაატარეს
- +

14 ივნისი. 2016. 11:59



რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მორიგი სწავლება ჩაატარეს. როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულში, სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, სწავლების ფარგლებში რუსმა მზვერავებმა „მთიან ტერიტორიაზე დამალული პირობითი დივერსანტების ლიკვიდირება მოახდინეს".



სწავლებაში, რომელიც „ცაბალის" სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა, რუსული სამხედრო ბაზის 100-მდე მზვერავი და სამხედრო ტექნიკის 20-მდე ერთეული მონაწილეობდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner