რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მორიგი სწავლება ჩაატარეს. როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულში, სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, სწავლების ფარგლებში რუსმა მზვერავებმა „მთიან ტერიტორიაზე დამალული პირობითი დივერსანტების ლიკვიდირება მოახდინეს".
სწავლებაში, რომელიც „ცაბალის" სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა, რუსული სამხედრო ბაზის 100-მდე მზვერავი და სამხედრო ტექნიკის 20-მდე ერთეული მონაწილეობდა.