logo_geo
eng_logo
ზურა ხაჩიძე: შემთხვევით ვნახე ჩემი მეგობრის სახლში, რა უნდა გაკეთდეს ვაკის პარკში
- +

7 მარტი. 2020. 13:10

 

„ეს არის უნიკალური რეაბილიტაცია, რეკრეაციული ზონა და ქალაქის ფილტვები ამ საშინელი მშენებლობის ფონზე, რაც ვერა-ვაკის ტერიტორიაზე ხდება!“ - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, მუსიკოსი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს და ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ფოტოებს ავრცელებს.

 

„ეს რა ვნახე, ხალხნო, თბილისელებო, ქართველებო! შემთხვევით ვნახე ჩემი მეგობრის სახლში, რა უნდა გაკეთდეს ვაკის პარკში. ეს არის უნიკალური რეაბილიტაცია, რეკრეაციული ზონა და ქალაქის ფილტვები ამ საშინელი მშენებლობის ფონზე, რაც ვერა-ვაკის ტერიტორიაზე ხდება! ირაკლი ჟვანია, შენი მჯერა, რომ ამას შეძლებ და დარწმუნებული ვარ ქალაქის მერი კახა კალაძე გვერდში დაგიდგება ბოლომდე ამ მართლაც საშვილიშვილო საქმეში! კახიც და ირაკლიც ამ საქმეს შეჭიდებიან და ჩვენ მივიღებთ დასასვენებელ პარკს ქალაქის ცენტრში, როგორიც არის ამერიკაში „ცენტრალ პარკი“, სადაც ჩვენი შვილების ფილტვები და ჩვენი გაიჟღინთება ჟანგბადით და არა ნაგავით!!! აი ძალიან მაგარი რამეა! წარმატებები!“ - წერს ზურა ხაჩიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner