დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ ყველაზე დიდი სისტემური კვლევის მიხედვით, კორონავირუსის გამო 20 წლამდე ასაკში სიკვდილიანობა არ არის დაფიქსირებული.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.3%-ია.
„ყველაზე დიდი სისტემური მიმოხილვა ჩინელებმა გააკეთეს, ამ 10 დღის წინ გამოქვეყნდა, ყოველკვირეული ჟურნალი ამერიკის სამედიცინო ასოციაციის, სადაც არის ანალიზი დაახლოებით 70 000 შემთხვევის. ამ მონაცემებით, 20 წლამდე სიკვდილიანობა არ არის დაფიქსირებული, მედიანა სიკვდილიანობის არის სადღაც 49 წლის ასაკის. შემთხვევათა 80 პროცენტში სიკვდილიანობა არის 60 წლის ზემო ასაკში და დაღუპულთა 50%-ს ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადებები, ასთმა და სიობიდი. ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 2.3% ბოლო მონაცემებით, ზოგიერთ ქვეყნებში პროცენტი მაღალია, მაგალითად ირანში, ასევე იტალიაშიც უკვე მაღალია პროცენტი სიკვდილიანობის, მაგრამ ჩინეთში, სადაც 80 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 2.3% და ეს არის ძირითადად 60 წლის ზემოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.