პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს საზოგადოების მთავარი დაკვეთა და დაასრულოს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ.
„გსურს, გამოვეხმაუროთ ბოლოდროინდელ მოვლენებს პარლამენტის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით და საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ოპოზიცია, რომელიც მრავალი სახით გვევლინება, არის ერთი სახის და მას „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი გახლდათ, შესაბამისად, ოპოზიციის ერთობა ფარსია და საზოგადოების თვალებში ნაცრის შეყრა. გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვა მრავალი, ესენი ის ადამიანები არიან, ვინც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ყალბ სიმრავლეს ქმნიან. მათ თავებს ერთი სხეული აქვს და ეს „ნაციონალური მოძრაობაა“... საზოგადოებას, ვშიშობთ, კვლავ მოუწევს არჩევნის გაკეთება წარსულსა და მომავალს შორის...
ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეასრულოს საზოგადოების მთავარი დაკვეთა და დაასრულოს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური პოლიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს ვეფხვია გულედანი.