logo_geo
eng_logo
9 აპრილი-ხუნწის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

7 მარტი. 2020. 17:41

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის ქუჩიდან ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოების II ეტაპი მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტის ფარგლებში დაიგება 2 697 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში.

 

პროექტის ღირებულება 547 023 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ასრულებს.

 

ქალაქ მარტვილში 9 აპრილის ქუჩიდან ხუნწის მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner