logo_geo
eng_logo
ილია მეორემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა
- +

14 ივნისი. 2016. 12:12



სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ვაკე-საბურთალოს გზაზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა.



პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობის წევრები, თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.



გასული წლის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner