„ოპოზიციასთან შეხვედრა ალბათ უახლოეს დღეებში შედგება დაველოდოთ და შედეგები ცნობილი იქნება როგორც თქვენთვის, ასე საზოგადოებისთვის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
რაც შეეხება საარჩევნო მოდელს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის ვერც ერთ სისტემაში ვერ ხედავს პრობლემას.
„მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემა 110/40-ზე იქნება, თუ 120/30-ზე, თუ საერთოდ იქნება პროპორციული არჩევნები, ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდში იყო ადამიანების რაოდენობა, გარკვეული ჯგუფი დეპუტატების, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, შესაბამისად, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება, თუ საარჩევნო სისტემა იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა, საზოგადოების თანადგომა და არა საარჩევნო სისტემები. მომხრე ვარ 120/30-ზეც და მომხრე ვიყავი ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემის. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომელი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები. ყველაზე მთავარი არის საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.