საფრანგეთის სპეცდანიშნულების ძალები ქვეყანაში მყოფ რუს გულშემატკივრებს ამოწმებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ლილთან, სადაც დღეს, რუსეთ-სლოვაკეთის მატჩი გაიმართება, საფრანგეთის პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებმა რუსი გულშემატკივრების ავტობუსი გააჩერეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მთელ ჯგუფს საფრანგეთიდან გააძევებენ.
„გვითხრეს, რომ ტარდება შემოწმება და ამისთვის საფრანგეთის პროკურორის ბრძანება არსებობს", - განაცხადა რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანების პრეზიდენტმა ალექსანდრ შპრიგინმა.
შპრიგინის განცხადებით, ისინი ავტობუსიდან გადმოსვლას არ აპირებენ და ელოდებიან რუსეთის კონსულს.