logo_geo
eng_logo
საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება ზაფხულში ვერ მოესწრება
- +

14 ივნისი. 2016. 12:19



საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება ზაფხულში ვერ მოესწრება. აღნიშნული საკითხი გუშინ ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.


აღნიშნულ ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ სექტემბრამდე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის გადადება ქვეყნის შიდა პროცესებს არ უკავშირდება.


„არის საუბარი, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის დროებითი შეჩერების სქემა დაამუშაონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ვიზა-ლიბერალიზაციას ის ქვეყნები, რომლებზეც საუბარი მიმდინარეობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპიდან ასეთი, დროებითი იმედგაცრუებები მოდის ხოლმე. არავითარ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. საქართველომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. ეს არის ევროპული პრობლემები და ბუნებრივია, ამის მოგვარების შემდეგ, სექტემბერში მოგვარდება ყველაფერი", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.


როგორც გია ჟორჟოლიანი აცხადებს, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის გადადება დაკავშირებულია ევროპაში არსებულ მიგრაციის კრიზისთან.


„ყველა ანალიტიკოსი, მედია, ექსპერტი, პოლიტიკოსი, მთელ მსოფლიოში, ამ პროცესებს უკავშირებს ევროპაში მიმდინარე მიგრაციის პრობლემას. ეს არავისთვის არ არის საიდუმლო, გარდა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიაწარმომადგენლისა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ეს დაკავშირებულია შიდა პროცესებთან. ეს ასე არ არის", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner