თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე, შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.