სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ სოფელ ნაწულუკუში, სოციალურად დაუცველ სუბელიანების შვიდსულიან ოჯახს ახალი სახლი გადასცეს. ოჯახს, რომელსაც 3 მცირეწლოვანი ჰყავს, აქამდე მძიმე საცხოვრებელ პირობებში უწევდა ცხოვრება.
მიმდინარე თვეში სუბელიანებთან ერთად, ზუგდიდში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 26 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები გადაეცემა. მუნიციპალიტეტის მერია პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს და ამ ხნის განმავლობაში საცხოვრებელი სახლით ჯამში 91 ოჯახი დაკმაყოფილდა, მიმდინარე თვეს კი ეს რიცხვი 117-მდე გაიზრდება.
მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალი სახლების გადაცემის პროექტს აგრძელებს და ამასთან ერთად ახალ პროექტსაც იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.