logo_geo
eng_logo
გლდანის რაიონში 17 სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

8 მარტი. 2020. 14:13

 

გლდანის  რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში,  33 პროექტი ხორციელდება.

 

ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია  17 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის,  სვიმეონ შოთაძის ქუჩა N2 კორპუსის, ამავე ქუჩის  მეორე შესახვევის N14 კორპუსის და  მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსის რამდენიმე სადარბაზოში.

 

სვიმეონ შოთაძის N2 კორპუსში  შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 1 400  კვ.მ ფართობზე შეიცვლება. სამუშაოების  ღირებულება 42 114   ლარს შეადგენს.

 

სვიმეონ შოთაძის მეორე შესახვევის N14 კორპუსში კი, დაახლოებით, 700 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვლება სახურავი და წყალსაწრეტი მილები.  სამუშაოებისთვის 21 783 ლარი დაიხარჯება.

 

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის  რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან  ერთად გაეცნო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner