logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: ცხოვრებამ აჩვენა შალვა ამონაშვილის პედაგოგიკის ჭეშმარიტება
- +

8 მარტი. 2020. 14:15

 

 

დღეს აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი 89 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებელი იყო თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, სადაც პროფესორ შალვა ამონაშვილის ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორია ფუნქციონირებდა. ამ სკოლაში ვმუშაობდი 1979-1991 წლებში ისტორიის მასწავლებლად, ეს სკოლა თავისუფალი იყო საბჭოური სულისშემხუთველი იდეოლოგიური დოგმებისაგან და მასწავლებელს შესაძლებლობა ჰქონდა, სრულად გამოევლინა თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი. ბატონმა შალვამ პირველმა ხმამაღლა დაიწყო მსჯელობა, რამდენად აუცილებელი იყო ავტორიტარული პედაგოგიკის ჰუმანურით ჩანაცვლება. მას ჰყავდა ოპონენტებიც, მოშურნეებიც, მაგრამ ცხოვრებამ აჩვენა შალვა ამონაშვილის პედაგოგიკის ჭეშმარიტება. ბატონი შალვა ყოველწლიურად ქართველი პედაგოგებისათვის აწყობს სემინარებს, ტრენინგებს, დისკუსიებს, ხშირად სტუმრობს ქართულ უნივერსიტეტს.

 

მინდა, მივულოცო დაბადების დღე და ვუსურვო მრავალჟამიერ სიცოცხლე“, - წერს სერგო ვარდოსანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner