logo_geo
eng_logo
მარტვილში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

8 მარტი. 2020. 16:07

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში,  კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად აქტიურად მიმდინარეობს.

 

ამ წუთებში სადეზინფექციო სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ა(ა)იპ-ებში, ტრანსპორტში, სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებებში ხორციელდება.

 

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან პაშა (მაკა) გულორდავასთან და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნენ.

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

 

დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

 

საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner