საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი თქმით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთ-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.
როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი მოეწერა.