logo_geo
eng_logo
ექიმი: ზაფხულის იმედი არ გქონდეთო! კორონასვირუსს სიცხე და ტენიანობა არ კლავს
- +

8 მარტი. 2020. 20:01

 

 

 

 

 

 

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი, ანა შიმშილაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

 

 

“ამ წუთებში დამთავრდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნათანიაჰუს პირდაპირი ჩართვა. მან კორონა ვირუსი ხმამაღლა გამოაცხადა როგორ მსოფლიო ეპიდემია! რომლის მსგავსი არ ყოფილა უკანასკნელ ასწლეულში.

 

მან აღიარა, რომ არაა წამალი, აღიარა, რომ მსოფლიოში არავინ არ იცის როგორ უმკურნალოს ამ ვირუსს. მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემას, ექიმებს, ექთნებს, პარამედიკებს და მთელ სამედიცინო პერსონალს, მადლობა მოუხადა ისრაელის ჯარს და პოლიციას.

 

 

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხალხს მოთმინებასა და გაგებისთვის. მისი ბრძანებით ხვალიდან მცირე მეწარმეებს ბანკები გაუხსნიან დამატებით კრედიტს რომ არ გაკოტრდნენ. მოუწოდა მოსახლეობას დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები! თქვა , რომ გამოიყენებს ბავშვებს-თინეიჯერებს, მოზარდებს მოხალისეებად და ერთად იზრუნებენ საზოგადოებრივი ტრანსპირტის და პარკების თუ სათამაშო მოედნების დასუფთავებაზე და დეზინფექციაზე.

 

 

ბევრი რამ თქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიგე:

 

წინ რთული პერიოდი მოგველის და ბევრი მოთმინებაა საჭირო.

 

ცოცხლად ნუ დავჭამთ ერთმანეთს და არც კორონას არ შევაჭმევინოთ თავი!

 

პ.ს. სიცხე და ტენიანობა არ კლავს, ზაფხულის იმედი არ გექნეთო!” - წერს ანა შიმშილაშვილი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner