გლობალური ვირუსი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის სახელწოდებით იანვრიდან გავრცელდა, უკვე 60 000-მდე ადამიანმა დაამარცხა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს. სტატისტიკაში, რომელიც ამავე უნივერსიტეტმა გაავრცელა, დეტალურად არის აღწერილი თუ რომელ ქვეყანაში რამდენი ადამიანია ინფიცირებული და რამდენმა დაძლია კორონავირუსი.
სტატისტიკის განახლება საათში ერთხელ ხდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსით მსოფლიოში 106 000 ადამიანია ინფიცირებული და აქედან უმეტესი ნაწილი (81 ათასი) სამხრეთ კორეის მოსახლეობაა. შემდეგი ქვეყანაა იტალია, რომელშიც დაახლოებით, 6 ათასი ადამიანია დაინფიცირებული და ამავე რაოდენობის მოსახლეობაა კორონავირუსით დაავადებული ირანშიც.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მეცამეტე შემთხვევა 7 მარტს დაფიქსირდა.
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 9 ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო ოთხი იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქესთან კონტაქტში მყოფი.