„გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან, შეიძლება, წლის ბოლოს გადაწყდეს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდვითი და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვერავითარ სუბიექტურს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ევროპაში არის ის პრობლემები, რასაც ასახელებენ. ყველა ევროპელი პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბრამდე გადაწყდეს ეს საკითხი, თუ არა და, გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება, წლის ბოლოს გადაწყდეს. საქართველო ამას იმსახურებს", - განაცხადა ივანიშვილმა.