logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ იყოს თვითიზოლაციაში, მოვუწოდებ სხვებს, რომ მოერიდონ მას
- +

9 მარტი. 2020. 00:44

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ოჯახის წევრებს, დამსაქმებლებსა და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს მოუწოდებს, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ. იმნაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნიდან კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხე კვლავ არსებობს.

 

 

"არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს", - განმარტა პაატა იმნაძემ.

 

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევის გათვალისწინებით, ქვეყანაში სულ ლაბორატორიულად ვირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner