“დღეს მჯერა, უფლება რომ მოგცეთ, იმ დაინფიცირებულებსაც სიამოვნებით დახვრეტდით, ოჯახსაც ამოუწყვეტდით” – ამის შესახებ ლალი მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და საქართველოში არსებულ რეალობაზე საუბრობს.
“მიწია ცოდვამ!
ბებიაჩემს სოფიო ვაჩნაძეს(მამის დედა) სულ ვამუნათებდი, ეს ორმეტრიანი თავადის ქალი ასეთი რა შეგაშინეს, რომ შორეულ 30-იანებში ვაჩნაძის გვარი სხირტლაძეზე გადაიკეთე თქო!
– ეჰ, ბები შენ არ გესმის, როდესაც მეზობლები გასმენენ, როგორც არა მუშათა კლასის, შესაბამისად ბურჟუაზიის წარმომადგელს,
როდესაც ერთ ღამეში, მიმოწერის უფლების გარეშე გაციმბირებენ, როდესაც სასამართლოს გარეშე, როგორც სამშობლოს მოღალატეებს ხვრეტენ ჩემს ბიძაშვილებს, როგორ მიზომავს მეზობლის ქალი კოჭის დიამეტრს:
-ასეთი მხოლოს დიდგვაროვნებს აქვთ და გადაასახლეთო!
-კაი, რა ბები რას ამბობ, საქართველოში ხდებოდა ასეთი ამბავი?-ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა!!!
დღეს მჯერა, უფლება რომ მოგცეთ, იმ დაინფიცირებულებსაც სიამოვნებით დახვრეტდით, ოჯახსაც ამოუწყვეტდით, ყველა ოდნავ გაციებულს გააციმბირებდით, თავად კი თქვენი სქელი კოჭებით და მაჯებით გადანახული მაკარონით და ფინთუშეულით ამოიყორავდით მუცელს!
რა ტყუილად არ მჯეროდა, ახია ჩემზე!
ბოდიში ბები”…. - წერს მოროშკინა.