საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ჯერ უნდა დასახელდნენ მაჟორიტარობის კანიდატები, შემდეგ უნდა დამტკიცდეს საარჩევნო სია.
ამდენად, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხის დასმა ნაადრევია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.