ამბროლაურში, სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ხანძარია. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-ამდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეცტექნიკის საშუალებით აქრობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.
ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.
ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.