logo_geo
eng_logo
„თქვენს გზავნილზე საჩუქარია!“ – „ლიბერთის“ საგაზაფხულო აქცია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
- +

9 მარტი. 2020. 11:26

 

 

„ლიბერთის“ საგაზაფხულო აქციაში - „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ მონაწილეობას მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც ყველაზე ხშირად გააგზავნის ან მიიღებს ნებისმიერ საერთაშორისო ფულად გზავნილს. ყოველ მეხუთე და მეათე საერთაშორისო გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე, მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურ ბრენდირებულ საჩუქრებს, ყველაზე აქტიური მომხმარებლები კი ყოველთვიურ ფულად პრიზებს და აქციის დასრულებისას, 3 ივნისს,  ყველაზე აქტიური 200 მომხმარებელი მიიღებს 500-ლარიან ანაბარს.

 

აქციაში მონაწილეობა მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, „ლიბერთი ბანკის“ განახლებულ მობაილ ბანკში ინტეგრირებული ფულადი გზავნილების სერვისით.

 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გზავნილების მიღებისას და/ან გაგზავნისას მომხმარებლები „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეცკურსით.

 

აქციის პირობები: www.libertybank.ge

ლიბერთის მობაილ ბანკი: Android | iOS

 

„ლიბერთი ბანკი“, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge

 

მედია კონტაქტი: pr@lb.ge

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner