logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

9 მარტი. 2020. 11:59

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ს. შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული  ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის  - 1987 წელს დაბადებული ნ.ს.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოსცეს.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 111-3811 მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner