logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: დავით ქაცარავა არის მატყუარა!
- +

9 მარტი. 2020. 12:06

 

 

„დავით ქაცარავა არის მატყუარა და არასოდეს მივცემ უფლებას, „კვირას“ პრორუსული კლიშე მიაკეროს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი წერს.

 

„ყველა სიტყვაზე, რაც ამ სტატიაში წერია, პასუხს ვაგებ!

 

დავით ქაცარავა არის მატყუარა და არასოდეს მივცემ უფლებას, „კვირას“ პრორუსული კლიშე მიაკეროს!

 

ამას არ გავაბედვინებ არასდროს!

 

ჩემი და ჩემი თანაგუნდელები მუდმივად ვართ ჩართულები რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში და ამ საკითხზე მკვეთრად გამოკვეთილი, ეროვნული პოზიცია გვაქვს!

 

ქაცარავამ, ალბათ, სიტყვა „ტიტუშკებიც“ უკრაინიდან ისწავლა - მე ასეთ ქართულ სიტყვას არ ვიცნობ და არც იმ ადამიანს მინდა ვიცნობდე, ვინც ერთი ხელით რუსულ ოკუპაციას ებრძვის და მეორე ხელით ოკუპანტების „ალფა ბანკიდან“ ფულს იღებს! ასე არ იქცევიან პატრიოტები და ვფიქრობ, თავისი ტყუილებით გამყოფ ზოლთან ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას! ოდნავაც არ ფიქრობს იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე, რომლებიც ისედაც მტრის პირისპირ, რთულ პირობებში ცხოვრობენ და ჩემი აზრით, ზუსტად ისინი არიან გმირებიც და პატრიოტებიც! სინამდვილეში რას ფიქრობს ეს ხალხი ქაცარავაზე, ზუსტად ვიცი და რაკი თავად ვერ გაუგია, დღეიდან მე და „კვირა“ დავეხმარებით... პირადად მას ვპირდები, კარდაკარ, გამყოფი ზოლის ყველა მოსახლესთან მივალთ, ჩავწერთ და აქ, ასე საჯაროდ მოისმენს უამრავი ადამიანის ხმას, პოზიციას, რომ არ შეიძლება ქვეყნისთვის ასეთი მტკივნეული თემით სპეკულირება და ეს რბილად რომ ვთქვათ, ქვეყნის ღალატია!

 

ამ სტატიაში მოყვანილი გუნდიშვილის მაგალითი ერთ-ერთია იმ მრავალი ფაქტიდან, სადაც ქაცარავას ტყუილები ნათლად ჩანს! მისი ეს პროვოკაციული ქცევები კი, პირდაპირ, ზუსტადაც რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

იხილეთ kvira.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია: დავით ქაცარავას ორმაგი სტანდარტი – სპეკულაციის საგნად გამხდარი ოკუპაციის თემა და პატრიოტიზმით შეფუთული ტყუილი (ვიდეო)

http://kvira.ge/546515?fbclid=IwAR2ZJr-AVoXXLZPh1YmrdTmHc1k1ElO7SQ9wbtZQq7afO2oK9e_y4oAMlm8

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner