ქუთაისში ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა კაცი 7 მარტს ქუთაისში გაუჩინარდა. ინფორმაცია დაკარგული ბიჭის ძმამ გაავრცელა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სიმ ვიგერი და მისი მეგობარი რესტორან „ბარაქაში“ იმყოფებოდნენ, რომელიც ნასვამებმა დატოვეს. გაემართნენ ქუთაისის „მაკდონალდსის“ მიმართულებით და ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი.
დაკარგული ბიჭის მეგობარი დღეს ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს პოლიციას და ძებნა დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პირის დაკარგვის შესახებ შესული განცხადების საფუძველზე მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები.