ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ჩემი წინადადება: პარლამენტის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 200 დეპუტატით.
73 მაჟორიტარი დარჩეს, ხოლო პროპორციული წესით 77-ის ნაცვლად 127 დეპუტატი ავირჩიოთ.
წნევასავით იქნება - 127/73.
წნევისთვის ეს ნორმაა და იქნებ, ჩვენი პოლიტიკოსებისთვისაც, ასე რომ სწყურიათ ძალაუფლება, საკმარისი იყოს ამბიციების დასარეგულირებლად“, - წერს მძინარაშვილი.