logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: „ნაციონალების“ პერიოდში 160 ბიჭი ქუჩაში დახვრიტეს, სამარცხვინოა მათი მხრიდან სამართლიანობაზე საუბარი!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

29 თებერვალი. 2016. 14:46


„ნაციონალებს" არც მორალური, არც სამართლებრივი, არანაირი უფლება არ აქვთ ამ თემებზე ილაპარაკონ და რაღაც მოთხოვნები წამოაყენონ, ეს კი იმიტომ ხდება, რომ დღემდე დაუსჯელები დადიან", - ასე ეხმაურება მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რეპორტიორთან" „ნაციონალური მოძრაობის" მიერ  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ სიას, სადაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამონათვალში გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეებია.


„ეს არის ცინიზმი! სასაცილოა უკვე სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა", დღეს რომ ვითომდა სამართლიანობის მოთხოვნით გვევლინება და ისეთ თემებზე აპელირებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, გამოუძიებელი საქმეების გამოძიება, და ა.შ. სამარცხვინოა, როდესაც მათი მმართველობის პერიოდში 160 ბიჭი ქუჩაში ჰყავდათ დახვრეტილი, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რაც ციხეებში ხდებოდა. ეს იმიტომ, რომ თავის დროზე არ გაეცა „ნაციონალების" დანაშაულებს საკადრისი პასუხი, არ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი, „ნაციონალური მოძრაობა" არ გამოცხადდა დამნაშავე პარტიად და არ იქნენ აღიარებული სისტემური რეჟიმის დამნაშავეებად.

 

საზოგადოების მოთხოვნა არის „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა. ძალიან მტკივნეულია საზოგადოებისთვის და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როდესაც „ნაციონალები" სამართალზე გვესაუბრებიან. საზოგადოების უდიდესი ნაწილის სურვილია „ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხი აგოს ყველა ჩადენილ დანაშაულზე. მათ ასეთი განცხადებების უფლება კი არ უნდა ჰქონდეთ, არამედ საკადრისად უნდა იყვნენ დასჯილები იმისთვის, რაც დააშავეს. ეს არის დაცინვა. ამაზრზენია იმის მოსმენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას. ჩვენ რომ ვითხოვდით პარლამენტში კომისიის შექმნას, როდესაც ამ ჩვენი უბედურების გამოძიებას ვითხოვდით - დაგვცინოდნენ. ყოველდღე მატულობდა დაღუპულთა რიცხვი, უმოწყალოდ ქუჩაში დახოცილების, სრულიად უდანაშაულო ხალხის. დღეს კი ამდენი უბედურების ჩამდენი და შემოქმედნი ბედავენ და ასეთ რაღაცეებს ითხოვენ.

 

ახალმა ხელისუფლებამ რომ მათთან მიმართებაში მათივე მეთოდები გამოიყენოს, ღირსებიც იქნებოდნენ. ეგ რომ არ მოხდა და ძალიან ლოიალურია დღევანდელი ხელისუფლება, ყველაფერი ამის ბრალია. ყოველი მათგანი, ვისაც რა ჰქონდა ჩადენილი, სათანადოდ რომ დასჯილიყო, ამდენს ვეღარ გაბედავდნენ. სამწუხაროდ, მათ არაფერზე აგეს პასუხი და ეს არის მთელი უბედურება", - აცხადებს ია მეტრეველი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner